„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ღირსების მარშის ჩატარების შესახებ აცხადებს, რომ სულ მარტოც რომ დარჩეს, არ დაუშვებს მის ჩატარებას.
„ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, რომელსაც ისინი ქართველ ერს აყენებენ“ - ამბობს „ქართული მარშის“ ლიდერი თავისი ვიდეომიმართვაში.
„მას შემდეგ, რაც რუსთაველის ოკუპაცია მოახდინეს, ახლა მოინდომეს მთელი ქალაქის და მერე, ალბათ მთელი საქართველოს ოკუპაციაც“, - ამბობს სანდრო ბრეგაძე.
„გინდა ახალგაზრდები გამოიყვანეთ, გინდა სტუდენტები და გინდა სკოლის მოსწავლეები. სულ მარტო რომ დავრჩე, ამას არ დავუშვებ. 100 000 ადამიანი რომ შეიკრიბოთ, არ დავუშვებ გეიაღლუმს. ჩემი შვილების სიცოცხლეს, უფალს, იესო ქრისტეს გეფიცებით, არ დავუშვებ“.
სანდრო ბრეგაძემ საპატრიარქოსგან მოითხოვა საგანგებო განცხადების გაკეთება „ქუდზე კაცის“ გამოსასვლელად და „ერის ღირსების დასაცავად“.