Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფალავანდიშვილი: თუ პრაიდის მისამართს გაიგებთ, დაწერეთ, რომ დღესვე დავიკავოთ ეგ ადგილი


8 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებს მოუწოდებს დილის 10 საათიდან შეიკრიბონ ვერის პარკში.

„რადგან საათი და ადგილი არ არის ცნობილი, ვფიქრობთ, ვერის პარკი ოპტიმალური ადგილია შესაკრებად, ვერის პარკიდან ქალაქის ყველა ძირითადი ლოკაცია 2 ნაბიჯშია“, - წერს გურამ ფალავანდილშვილი ფეისბუკზე.

ასევე მოუწოდებს თანამოაზრეებს, დაწერონ, სად ტარდება ღირსების მარში, თუ მათთვის მისამართი ცნობილი გახდება.

„დღეს ღამიდანვე დავიკავოთ აღმიშნული ტერიტორია , საქართველოს პოლიციას მოვუწოდებთ ნუ შეგვიშლიან ხელს ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის წაბილწვისგან გადარჩენაში“, - წერს ფალავანდიშვილი.

ღირსების მარშის ჩასაშლელად „ქუდზე კაცი“ გამოიძახა „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემაც.

თბილისი პრაიდმა 7 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ 22 ივნისს დაგეგმილი და რუსთაველზე მიმდინარე აქციების გამო გადადებული ღირსების მარში 8 ივლისს მაინც ჩატარდება.

XS
SM
MD
LG