"სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არასდროს იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი”, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. ,,ღირსების მარშის“ ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა,
”ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, იცნობს რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მიიჩნევს, რომ ე. წ. ,,პრაიდი” არ არის ცალკე აღებული მოვლენა, არამედ შორსმიმავალი სტრატეგიის ერთ-ერთი ეტაპია და მიმართულია ერთნაირსქესიანთა ,,ქორწინებისა” და მათ მიერ შვილის აყვანის უფლების საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებისაკენ“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. ,,პრაიდის” ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას. შევთხოვთ ღმერთს, შეგვეწიოს, რათა ჩვენმა ხალხმა ეს განსაცდელიც მშვიდობით განვლოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.