Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მაუწყებლობას ჩვეული განრიგით განაგრძობს


ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობს. ეთერში დილის პროგრამა „დილამშვიდობისა საქართველო“ ჩვეული განრიგით გავიდა.

განცხადება მაუწყებლობის შეწყვეტისა და ეთერის გათიშვის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის წინ დაწყებულ აქციაზე ვითარება დაიძაბა.

ნიკა გვარამიამ მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად შენობის წინ ტელეკომპანიის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა შეუძლებლობა დაასახელა; მისივე თქმით, საპროტესტო აქცია ტელეკომპანიის წინ ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული;

"ახლა უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილი აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია.. ხელისუფლებამ მოგვიგზავნა ბრბო" - განაცხადა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:15 0:00

მანამდე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა “პოსტკრიპტუმში” რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ უხამს რეპლიკებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაყურებელს ბოდიში მოუხადა. სპეციალური განცხადება ტელეკომპანიამ 7 ივლისს, გვიან ღამით გაავრცელა.

რუსთავი 2-ის შენობასთან გვიან ღამით დაიწყო სტიქიური საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ გიორგი გაბუნიას, და აქციის მონაწილეთა ნაწილი, დამატებით არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ არხის დატოვებას.

ნიკა გვარამიამ მოუწოდა პოლიციას, რომ დაიცვას ტელეკომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება.

XS
SM
MD
LG