Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ისაკაძე შსს-ს: გასუფთავდეს რუსთაველის გამზირი, რომ აღარ დავინახოთ ეს საშინელი ხალხი


დეკანოზი დავით ისაკაძე მოუწოდებს შსს-ს გასუფთავდეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რათა სასულიერო პირებმა და მრევლმა იქ პარაკლისის გადახდა შეძლოს. ამის შესახებ მან რესპუბლიკის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, გასუფთავებულ ტერიტორიაზე. გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. იქ გვინდა პარაკლისის გადახდა. პოლიციას ვთხოვთ, რომ გაასუფთავონ ეს ტერიტორია, რათა ზუსტად იქ გავმართოთ პარაკლისი. გასუფთავდეს ტრანსფარანტებისგან, ბანერებისგან“.

სასულიერო პირები, ნაციონალისტური ჯგუფები და მათი თანამოზრენი შსს-სთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი თავდაპირველად აპროტესტებდნენ თბილისი პრაიდის ჩატარების შესაძლებლობას. მოგვიანებით მათ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს და მოითხოვეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის დაშლა და ტერიტორიის გასუფთავება, რათა იქ პარაკლისის გადახდა მოახერხონ.

XS
SM
MD
LG