Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის დეპუტატი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაყინვას მოითხოვს


რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობის გაყინვის“ აუცილებლობაზე საუბრობს.

„საქართველოს ტელევიზია ისეთ ფრსკერზე დავიდა, რომ ძალიან ძნელია კიდევ რამემ გაგაკვირვოს. დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო პერსონაჟი გაბუნია. მაგრამ ბოდიში არ მოგვისმენია, როგორც ჩანს, პირდაპირი რეისების გაუქმებიდან დღემდე პაუზა გაიწელა. იქნება გაგრძელება“, - წერს ევრენი პრიმაკოვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“

დუმის დეპუტატი წუხს, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება.

„მაგრამ სწორედ ასე იქნება. თან შემდგომში კიდევ უფრო უემოციოდ, ავტომოპასუხის რეჟიმში. სიბინძურე - სანქცია, კიდევ სიბინძურე - კიდევ სანქცია. ჭურჭლის მტვრევისა და ყვირილის გარეშე, სანამ არ გამომუშავდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისათვის სასარგებლო პირობითი რეფლექსები“, - წერს პრიმაკოვი.

პრიმაკოვი საქართველო - რუსეთის ურთიერთობების გაყინვას მოითხოს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

XS
SM
MD
LG