Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუკა ბერძენიშვილი: თუ ძალადობას არ აპირებენ, ჩვენ ჩვეულებრივად განვაგრძობთ აქციებს


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სასულიერო პირების მოთხოვნისა, რომ აქციის მონაწილეებმა დატოვონ რუსთაველის გამზირი, ისინი გეგმების შეცვლას არ აპირებენ:

„ანტისაოკუპაციო აქცია ჩვეულებრივად გაგრძელდება. თუ ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო აზრი აქვს, შეუძლია გამოთქვას. აქ სრულიად დემოკრატიული აქცია მიმდინარეობს უკვე რამდენი დღეა. მშვიდობიან გამოხატვის ფორმებს ვინც იცავს, ყველასთვის საერთოა ეს სივრცე. ჩვენ გეგმებსა და მოთხოვნებს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. თუ ვინმე რაიმე ფორმის ძალადობას არ აპირებს, ჩვენ ჩვეულებრივად განვაგრძობთ აქციებს. მოსკოვის ჭკუაზე ვერ შევცვლით ჩვენს ანტისაოკუპაციო აქციის გეგმებს და შესაბამისად, არაფერი შეიცვლება".

დეკანოზმა დავით ისაკაძემ 8 ივლისს მოუწოდა შსს-ს გასუფთავდეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რათა სასულიერო პირებმა და მრევლმა იქ პარაკლისის გადახდა შეძლოს. მისი თქმით, რუსთაველის გამზირი „საშინელი ხალხისგან“ უნდა გათავისუფლდეს.

ამ წუთებში პარლამენტის წინ იკრიბებიან სასულიერო პირები, ნაციონალისტური დაჯგუფებები და მათი თანამოაზრეები.

XS
SM
MD
LG