საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ დღეს პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საბჭომ თავმჯდომარედ საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ რუსო აირჩია, ხოლო მის მოადგილედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი, ჟან ფრედერიკ პაულსენი.
როგორც სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ საინვესტიციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახლა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა იწყება. ლევან სურგულაძის თანახმად, საბჭოს სამდღიანი მუშაობის შემდეგ გეგმები და ინვესტირების პროცესის დაწყების შესახებ მეტი ინფორმაცია გამოიკვეთება.
საინვესტიციო საბჭო, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, 5 წევრისგან შედგება. მათგან 4 უცხოელია, ერთი ქართველი. საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოს ორ დღეში დატოვებენ და საპენსიო სააგენტოსთან მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ.