Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირიაკოს მიცოტაკისი შეუდგა მუშაობას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე


საბერძნეთის ვადამდელ არჩევნებში დიდი უპირატესობით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კონსერვატორი კირიაკოს მიცოტაკისი ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრად მუშაობას შეუდგა.

51 წლის მიცოტაკისმა თავისი ცოლის და სამი შვილის თანდასწრებით დადო შესაბამისი ფიცი. ის გამოდის დაპირებებით, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები და ბიზნესს მოეხსნება შეზღუდვები.

7 ივლისს გამართულ არჩევნებზე მიცოტაკისის პარტიამ, "ახალმა დემოკრატიამ", ხმების 39,8 პროცენტი მოიპოვა, რაც 300-ადგილიან პარლამენტში 158 მანდატს, ანუ კომფორტულ მმართველ უმრავლესობას ნიშნავს. წინა პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის რადიკალური მემარცხენეების კოალიციამ ხმათა 31,5 პროცენტი მიიღო. მემარჯვენე-ექსტრემისტულმა "ოქროს განთიადმა", რომელიც ფინანსური კრიზისის დროს ქვეყანაში სიდიდით მესამე პარტია იყო, ამჯერად სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG