Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმის წევრები გიორგი გაბუნიას ექსტრადირებას მოითხოვენ


რუსეთის დუმაში მიაჩნიათ, რომ ქართველი ჟურნალისტი რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ეთერით ვლადიმირ პუტინი შეურაცხყო რუსეთiს ფედერაციაში უნდა ექსტრადირდეს და რუსეთის სასამართლოს წინაშე წარდგეს. ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ამაზე საუბარი იყო დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს - რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

XS
SM
MD
LG