რუსეთის სახელმწიფო სათათბირო სთხოვს რუსეთის მთავრობას შემოიღოს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გაკეთებული უცენზურო განცხადებების შემდეგ.
ამის თაობაზე რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა სათათბიროს სხდომის შედეგებზე საუბრის დროს.
მისი სიტყვებით, გადაწყვეტილებას ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.
საუბარია საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვაზე, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე.
სანქციების შესახებ წინადადების ინიციატორი იყო მმართველი „ედინაია როსია“.