Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს წარმომადგენელი - მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს,  დაიცვან უსაფრთხო დისტანცია


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაჟა სირაძემ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გადაინაცლონ პარლამენტთან:

"მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, რომ ორ სხვადასხვა შეკრებას შორის არ უნდა მოხდეს კონფრონტაცია. შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები და უსაფრთხო დისტანცია. მოვუწოდე აქციის ორგანიზატორებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნუ გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ვუთხარით, რომ
დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აქციაზე და ნებისმიერი პროტესტის გამოხატვის უფლება მშვიდობიანი ფორმით აქვს ნებისმიერ პიროვნებას - ორივე აქციის მონაწილეებს, იქ სადაც მათ უნდათ. მაგრამ ცნება, რომ ეს ჩემი ადგილია, ამ შემთხვევაში არასწორია.


ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვას, იქნება ეს ერთი აქციის, თუ მეორე აქციის წევრები. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ასევე მოვუწოდე იმისკენ, რომ თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა" - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

XS
SM
MD
LG