Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" - მტერს მტერი უნდა დაერქვას!


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას", - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

მისი შეფასებით, 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა ავანტურისტულ პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, ფუნდამენტურად გაეძლიერებინა პოზიციები საქართველოში და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში.

„ამ ავანტურისტული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება, სამხედრო რიტორიკასთან ერთად, რუსოფობია და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა იყო" ,-აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას აქვს მკაფიო წითელი ხაზები: დეოკუპაცია, რომლებსაც ხელისუფლება პრინციპულად არ დათმობს. თუმცა, "სახელმწიფოს შიდა მტერს, კოლონა N5-ს, არც ახლა სძინავს”.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, „პროვოკაციის მორიგი გამოვლინება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ მომზადებული პასუხი პარლამენტში 20 ივნისს დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც ზუსტად იმგვარად იყო დაგეგმილი, რომ მაქსიმალური ზიანი მიდგომოდა სახელმწიფოს“.

ირაკლი კობახიძე აქვე ამბობს,რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება იმ მტრული საქმიანობისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა. "ამდენად, ამ უმძიმესი პროვოკაციის ერთ ჟურნალისტზე ან თუნდაც, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიაზე გადაბრალება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას!’ - წერს ირაკლი კობახიძე.

XS
SM
MD
LG