Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ აქციების მონაწილეები კვლავ შეკრებილები არიან


რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა ანტისაოკუპაციო და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციები.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდნენ პოლიციას მათთვის პარლამენტის წინ გადანაცვლების უფლება მიეცა, სადაც იმყოფებოდნენ მოშიმშილეები და აქციის ორგანიზატორთა ნაწილი. მათ ამის საშუალება მიეცათ გამთენიისას, როდესაც პოლიციამ გახსნა ე.წ. ყვითელი ავტობუსების კორდონი.

ამ დროისათვის აქციების მონაწილეები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები.

საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე აღდგენილია.

XS
SM
MD
LG