Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიკალური ჯგუფები პარლამენტის წინ კარვების გაშლას არ გამორიცხავენ


ჰომოფობიური ძალები, რომლებმაც 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორია დაიკავეს, საპროტესტო აქციის გაგრძელებას დღესაც, 9 ივლისსაც გეგმავენ. ისინი ტერიტორიაზე არც კარვების გაშლას გამორიცხავენ.

„ჩვენ ვაპირებთ კარვების გაშლასაც თუკი ამის საჭიროება გახდება“,- განაცხადა რადიკალური ძალების აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ. იგი ამბობს, რომ თანამოაზრეთა შემატებას დღის განმავლობაში რეგიონებიდანაც ელოდებიან.

ჰომოფობიურ ძალებს ხელისუფლების მიმართ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შემუშავდეს „გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG