Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტაბულას“ პიკაპი საჯარო ავტოსადგომზეა - მძღოლს კითხავენ


ონლაინმედია „ტაბულას“ პიკაპის ტიპის ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი პატრული დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება.

შსს-ს ცნობით, პიკაპის მძღოლი დაკითხვაზე იმყოფება, მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დილიდან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ეძებდნენ პიკაპის ტიპის ავტომობილს. მასზე წინა დღის აქციაზე ხმის გამაძლიერებელი და სამაუწყებლო ტექნიკა იყო გამთავსებული. აქციის მონაწილეთა განცხადებით ავტომანქანა ონლაინ მედია „ტაბულას“ საკუთრებაა.

„ტაბულას“ ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილი გაუჩინარებული ავტომობილის მძღოლთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

„აქციაზე დაიკარგა „ტაბულას“ პიკაპი, რომელსაც მე ვიყენებ ჟურნალისტური საქმიანობისთვის. როცა გაიხსნა გზა, მძღოლს არ გააჩერებინეს მანქანა და „რედისონთან“ წავიდა ბოლოს რომ ველაპარაკე. მერე მოველაპარაკეთ პოლიციას. გვითხრეს, რომ არ იქნებოდა პრობლემა, გაგვაჩერებინებდნენ. ამის შემდეგ გავიდა ერთი საათი, მძღოლი არის გამქრალი, პიკაპი არის გამქრალი, ხელი მეშლება ჟურნალისტურ საქმიანობაში. ეს ტექნიკა არის „ტაბულასი“. ჟურნალისტების შტატივები, ყველაფერი მანქანაშია, მძღოლი გამქრალია. სადღაც ჰყავთ წაყვანილი. ხელისუფლება გვიშლის ხელს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG