Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას


მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა , სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. მან რუსეთს, როგორც „მეზობელ ქვეყანას“ მოუწოდა არ შეუწყოს ხელი დესტრუქციული ძალების მიზნების განხორციელებას.

„ჩვენი ქვეყნის გარეთ: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას: არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოში მყოფ ტურისტებსაც მიმართა.

„მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტიც ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. მივმართავ ჩვენს სტუმრებს, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს. ეს ასე გაგრძელდება“, - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი უკომენტაროდ დატოვა.

XS
SM
MD
LG