„თავის დროზე იმსჯელა პარლამენტმა და მიიღო ეს კანონი. შესაბამისად საჭიროება, რომ დღეს გადავსინჯოთ ეს კანონი და მისი მოქმედების საკითხები, არ მგონია მიზანშეწონილი იყოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლევან ვასაძის მომხრე ჯგუფების მოთხოვნაზე, გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი.
ანრი ოხანაშვილისთვის მიუღებელია ასევე მოთხოვნის ულტიმატუმის ენით დაყენება:
„თუ ვინმეს სურს, საკითხზე დიალოგი და მსჯელობა, თუმცა არა ულტიმატუმის ენით, რომ კანონი გავაუქმოთ, ბევრი ფორმატი არსებობს ამისთვის. ჩვენ ყველა მხარეს ვუსმენთ და შეგვიძლია, გავცვალოთ პოზიციები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, 8 ივლისს, ულტრანაციონალისტური ძალების მიერ გამართულ აქციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა იმისთვის, რათა მისგან მიეღოთ პირობა ანტიდისკრმინაციული კანონის გაუქმებისა და „გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“.შემუშავებას შესახებ.