Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეიმ მხარი დაუჭირა ელჩს, რომელმაც დონალდ ტრამპს „არაკომპეტენტური“ უწოდა


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონფლიქტში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მხარი დაუჭირა აშშ-ში ბრიტანეთის ელჩს, კიმ დაროკს, რომელმაც საიდუმლო დეპეშაში პრეზიდენტ ტრამპს უწოდებს „არაკომპეტენტურს“, ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციას „ უუნაროს“. მას შემდეგ, რაც ელჩის საიდუმლო მიმოწერის ტექსტმა მედიაში გაჟონა, ტრამპმა განაცხადა, რომ არ იმუშავებს დაროკთან. „აშშ-ში იგი არ უყვართ და მასზე არ აქვთ კარგი წარმოდგენა“, - განაცხადა ტრამპმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესამსახურში განაცხადეს, რომ მიუხედავად ამისა, ელჩი „კვლავინდებურად სარგებლობს სრული მხარადჭერით.“

ელჩის დეპეშიდან ამონარიდების გაჟონვა, მეის წარმომადგენლის თანახმად, არ ასახავს აშშ-ისა და ბრიტანეთის ურთიერთობების სიახლოვეს და ურთიერთპატივისცემას.

„ამასთან ჩვენი იძულებული ვართ აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია, ელჩებს ჰქონდეთ უფლება გულწრფელად შეაფასონ იმ ქვეყნების პოლიტიკა, სადაც მუშაობენ“, - განაცხადა ტერეზა მეის წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG