უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსიმ უარი თქვა 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ჩატარება, რათა გამოთავისუფლებული თანხიდან ფულადი პრემიები დაურიგდეს სამხედროებს. ამის თაობაზე ვიდეომიმართა გამქვეყნებულია ზელენსკის ფეისბუკში.
ზელენსკის თანახმად, 300 მილიონი ჰრივნა, რაც პომპეზური აღლუმისათვის უნდა დახარჯულიყო, დაურიგდებათ პირველ რიგში იმ სამხედროებს, რომლებიც „ატარებენ ოპერაციას გაერთიანებული ოპერაციის ზონაში“.
ამასთან ზელენსკიმ პირობა დადო, რომ დამუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული აუცილებლად გაიმართება, ოღონდ „განსახვავებულ ფორმატში.“