ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში, გვიან ღამით ხელყუმბარის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა ერთ-ერთმა მოქალაქემ შეაგდო. ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.