Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისაოკუპაციო აქციაზე დღეს ფოტოგამოფენა მოეწყობა


ანტისაოკუპაციო აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 10 ივლისს 19 საათზე განახლდება. აქციის მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

10 ივლისს აქციის ფარგლებში პარლამენტის წინ გაიმართება ფოტოხელოვანების გამოფენა. ორგანიზატორთა თანახმად, გამოფენაზე ძალოვანი უწყებების მიერ ძალის გადამეტებისა და აქციების დარბევის ამსახველი ფოტოები გამოიფინება.

აქციები პარლამენტის შენობის წინ 20 ივნისიდან იმართება. აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

20-21 ივნისის ღამეს დემონსტრანტები გიორგი გახარიას ბრძანებით დაშალეს, რა დროსაც 240-მდე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG