ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში 9 ივლისს ღამით საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველები აცხადებენ, რომ შემთხვევას წინ უძღოდა კამათი:
როგორც შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი "ინტერპრესნისუს" უყვება", აფეთქება კამათიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მოხდა .
"ქუჩიდან შემოდიოდა ბიჭების კამათის ხმა, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი აფეთქების ხმა გავიგონეთ. როდესაც გამოვიხედე ჩოჩქოლი იყო, ბიჭები იდგნენენ და დაჭრილებს ეხმარებოდნენ. 3 დაჭრილიდან ორი უგონო მდგომარეობაში იყო და შემდეგ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს," - აცხადებს თვითმხილველი.
ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 3 პირი დაზიანდა. სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დაშავებულებს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.
ხელყუმბარის აფეთქების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
შსს-ს თანახმად, სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.