ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, ახალგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ფატიმა პარასტაევამ ყველა ბრალდება მოუხსნა.
თამარ მეარაყიშვილის პროკურატურა ბრალს სდებდა „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებაში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და ცილისწამებაში პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.
მოსამართლემ თამარ მეარაყიშვილს ასევე მოუხსნა ყველა შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით:
„ორწლიანმა შეუპოვარმა ბრძოლამ, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა აფეთქებებმა შედეგი გამოიღო. კანონმა იზეიმა და ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უნდა მიგვეღო. სასამართლომ თამარ მეარაყიშვილის ქმედებებში ვერანაირი დანაშაულებრივი ქმედებები ვერ აღმოაჩინა. ანუ, სასამართლომ თქვა, რომ თამარ მეარაყიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილის ადვოკატი იკრამჯან რამატოვი.
კანონის თანახმად, ბრალდების მხარეს ათდღიანი ვადა აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
ახალგორის პროკურატურამ 2017 წელს აგვისტოში თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ერთდროულად სამი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამ ხნის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი სულ ცოტა 25-ჯერ იყო დაბარებული ადვოკატთან ერთად სასამართლოში და 15-ჯერ პროკურატურაში.