Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ მოლაპარაკებების ჩაშლის „სამარცხვინო და მზაკვრული მცდელობა“ უწოდა დონბასში განხორციელებულ თავდასხმას


ვოლოდიმირ ზერენსკი
ვოლოდიმირ ზერენსკი

კიევის დაქვემდებარებაში მყოფი დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, პაველ კირილენკოს ცეცხლი გაუხსნეს სოფელ გრანიტნოეს მახლობლად, დონეცკიდან 95 კილომეტრზე. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი იტყობინება.

კირილენკოს მანქანა კოლონაში იმყოფებოდა, როცა მას ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან გაუხსნეს ცეცხლი. რაკეტა მოხვდა სატვირთო მანქანას, რომელიც უკან მიჰყვებოდა კირილენკოს მანქანას. აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის არმიის ერთი სამხედრო მოსამსახურე, ერთი კი დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. პაველ კირილენკო არ დაშავებულა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილენკოზე თავდასხმას უწოდა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების რთული პროცესის ჩაშლის „სამარცხვინო და მზაკვრული მცდელობა“.

XS
SM
MD
LG