Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკმა კონფერენციის მონაწილეებს ქართულად ვაჟა-ფშაველას სიტყვებით მიმართა


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა:

მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“, - ამბობდა ვაჟა.

ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი.

ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

დღეს, 11 ივლისს ბათუმში მუშაობას იწყებს ორდღიანი კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“. წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვივნენ.

XS
SM
MD
LG