Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს - სასამართლო პროცესი დაიხურა


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დაიხურა. თუმცა სხდომის დახურვამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა პოზიციას არ ცვლის და მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროკურორ მირიან მეგრელიშვილის თანახმად, ამ მოთხოვნის გასამართლებლად საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. პროკურორი ამბობს, რომ საქმეში ახალი, 2019 წელს მოპოვებული მტკიცებულებებიც დევს:

მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო -ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს", - აღნიშნა პროკურორმა მეგრელიშვილმა.

დანაშაულის იარაღი საქმეში არ არსებობს და საინტერესოა საიდან მივიდა გამოძიება დანაშაულის იარაღამდე. არც ერთი მოწმე ამასთან დაკავშირებით არ საუბრობს, - ამის შესახებ კი ჟურნალისტებს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებები უკვე გაცვალეს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქმეში ახალი მტკიცებულება არ არის.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობენ. სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიამ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ნას 6 ივნისს შეეფარდა.

XS
SM
MD
LG