აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს იმ „აქტიური საფრთხეების“ თაობაზე, როდესაც კონგრესს გააცნეს უსაფრთხოების გაუმჯობესების მხრივ 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის შემდეგ გადადგმული ზომების შესახებ.
დემოკრატმა სენატორმა დები დინგელმა 9 ივლისს განაცხადა, რომ ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა დენ კოუტსმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს შეფმა კრისტოფერ რეიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ცალსახად განაცხადეს, რომ საფრთხე აშკარაა და ისინი ყველაფერს აკეთებენ „მის შესაჩერებლად“.
დინგელმა დახურულ კარს მიღმა გამართულ გასაიდუმლოებულ შეხვედრას სპეცსამსახურების ხელძღვანელებთან უწოდა „ძალიან შთამბეჭდავი“ და აღნიშნა, რომ არჩევნებში საზღვარგარეთიდან ჩარევა არის ისეთი რამ, „რასაც სერიოზული მიდგომა სჭირდება“.
აშშ-ის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები 9 ივლისს შეხვდნენ კონგრესის ორივე პალატის ლიდერებს. ასეთ შეხვედრას ესწრაფოდნენ დემოკრატები, რომლებიც მოითხოვენ კანონის გამკაცრებას აშშ-ის შიდა პოლიტიკაში რუსეთისა და სხვა უცხო ქვეყნების ჩარევისგან დაცვის მიზნით.