Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელიზაბეთ რუდი: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია


ელიზაბეთ რუდი
ელიზაბეთ რუდი

არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - უთხრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ეს კომენტარი პასუხია ვლადიმირ პუტინის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით „საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ოსეთში გენოციდი მოაწყო".

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და დასავლურ ინტეგრაციას, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს.

პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კი ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მივანდოთ ეს საქმე ისტორიკოსებს, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას. არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა ბათუმში, სადაც იმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა".

XS
SM
MD
LG