პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი თავისუფალია, მან იზოლატორი დღეს დატოვა ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, სპეცმისაღებიდან გამოსვლის შემდეგ ნავალნიმ განაცხადა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს როგორც მისი, ისევე 12 ივნისს აქციის დროს დაკავებული ყველა სხვა პირის სასჯელს.
ნავალნიმ დასძინა, რომ აპირებს დაეხმაროს ყველა დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელიც მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში დარეგისტრირებისას დაბრკოლებას აწყდება.
ნავალნის მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ გამოცემა „მედუზის“ ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისათვის 12 ივნისს დააკავა.