Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს ბრძანებებს ის გასცემდა


შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ტელეკომპანია პირველის ეთერში აცხადებს, რომ ის გასცემდა ბრძანებებს 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს. ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვას, მას ეკუთვნოდა თუ არა ყველა გამოყენებული საშუალების, მათ შორის რეზინის ტყვიების ჩართვის ბრძანება, გახარიამ დადებითად უპასუხა.

მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ აქცია გარკვეული ეტაპის შემდეგ აღარ იყო მშვიდობიანი და დაიწყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. „გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც გაწერილია კანონმდებლობით. პოლიციის ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ინსტიტუტები და სამოქალაქო წესრიგი. ... ტყვია არის არალეტალური კანონით არის გათვალისწინებული“ - აცხადებს გახარია.

მანამდე, ამავე ინტერვიუში გახარიამ, „სრული ფარსი“ უწოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ 10 ივლისს გავრცელებულ კადრებს, რომელშიც თითქოს ჩანს, რომ 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის წინ აქციის დაშლა დაიწყო იმ დროს, როცა ოპოზიციის ლიდერები მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მიზნით შესვლაზე მსჯელობდნენ. ტელეკომპანია პირველის გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას გახარია ამბობს, რომ ამ კადრების პარალელურად, იმავე დროში პარლამენტის შენობაზე „პირდაპირი შტურმი“ მიმდინარეობდა, და ამ შტურმის ამსახველი კადრებიც არსებობს.

ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG