Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ვეძებდით მიზეზს, რომ არ შემოგვეშვა გავრილოვი


შსს მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში რუსეთის პარლამენტის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის თაობაზე აცხადებს, რომ მისი უწყება ცდილობდა ის ქვეყანაში არ შემოეშვა. "სამწუხაროდ, გავრილოვს არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის კანონი, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით, რომ არ შემოგვეშვა გავრილოვი" - უთხრა გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიას.

გახარიამ შეცდომას უწოდებს გავრილოვის ვიზიტს, თუმცა დასძენს, რომ ეს შეცდომა მთავრობამ და პარლამენტმა იმავე დღეს, 6 საათზე გამოასწორა, "ღონისძიება იყო შეწყვეტილი, გავრილოვი იჯდა თვითმფრინავში და მიფრინავდა სადღაც" - ამბობს ის. ამასთან, შსს მინისტრი აღნიშნავს, რომ გავრილოვის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია ოპოზიციასაც დიდი ხნით ადრე ჰქონდა: "მარტო ჩვენ კი არ ვიცოდით, ოპოზიციამაც იცოდა, სამი თვის განმავლობაში და ხმა არ ამოუღიათ ამასთან დაკავშირებით".

სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს მოჰყვა პროტესტი და საპროტესტო აქცია, რომლის დაშლის დროს, 20-21 ივნისის ღამეს, ოფიციალური მონაცემებით დაშავდა 240 ადამიანი, მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG