Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტყუილი“ - აქციის მონაწილეები გახარიას ინტერვიუს დიდ ეკრანზე უყურებენ


პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები დიდ ეკრანზე ადევნებენ თვალს გიორგი გახარიას ინტერვიუს, რომელიც ამ წუთებში გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

აქციის მონაწილეები შს მინსიტრის პასუხების პარალელურად კომენტარებს აკეთებენ და დისტანციურად მიანიშნებენ მათი სიტყვებით, იმ ტყუილებზე, რომელსაც გიორგი გახარია ინტერვიუს მიცემისას ამბობს.

„ეს ტყვიები არის კანონით განსაზღვრული და არალეტალური“ - პასუხობს გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას შეკითხვას, თუ რატომ გამოიყენეს ტყვიები, რომლებმაც ახლო მანძილიდან სროლის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი.

ტყუილი“ - ამ შეძახილით შეხვდნენ გიორგი გახარიას პასუხს ტყვიების გამოყენების შესახენ აქციის მონაწილეები.

გიორგი გახარია: მე გესაუბრებით იმ თავდასხმაზე, როდესაც პოლიცია იძულებულია გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ძალა.

შოთა დიღმელაშვილი: კი, მაკო გომური ესხმოდა თავს პოლიციას.

გიორგი გახარია: სად არის აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა? ამიხსენით...

შოთა დიღმელაშვილი: აქეთა მხრიდან უკვე დაიჭირეთ ხალხი და თქვნი მხრიდან არავის უგია პასუხი... მიდი, გაიფუჭე თავი ბოლომდე...ვანო მერაბიშვილის ჩინური ვარიანტი.

22-ე დღეა პარლამენტის წინ შეკრებილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას 240-მდე ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. აქციის ორი მონაწილე კვლავ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG