Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილი ჩემს პოზიციას გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულში - არა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მიტინგის დაშლის შემდეგ მას მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი პოლიციის მიერ ძალის გამოყენების თაობაზე. „მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. [ამ პოზიციას] იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარკვეულ ნაწილში - არ იზიარებს. თუმცა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ძრითადი პასუხისმგებლობა გარდა პარტიულისა, არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ სპეცოპერაციის ღამეს ივანიშვილისათვის არ იყო ცნობილი მის მიერ გაცემული ბრძანებების შესახებ.

„თუმცა, რა თქმა, უნდა იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება. თუმცა, ისევე როგორც ჩვენ, ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევაში იყო გარკვეული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG