Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი ლიდერები შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა


ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. უწყების ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

საქმე ეხება 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

სსკ-ის 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე 12 ივლისს, 12:00 საათზე არიან დაბარებულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG