Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან 11 ივლისს მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო  ჯგუფური ძალადობის მუხლით


პარლამენტთან აქციაზე მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ინციდენტში მონაწილე პირები ძველი თბილისის სამმართველოში გამოიკითხნენ.

გამოკითხულთა შორისაა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი:

როდესაც პარლამენტის წინ ჟღერდა სიმღერა „გახარიას უხარია“, მოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც ადრეც იყვნენ შემჩნეულები დესტრუქციულ ქმედებებში. აგინეს იქ მყოფებს. მერე 16 წლის არასრულწლოვან ბავშვს ჩაარტყეს და გალახეს. როდესაც ისინი ხალხმა დააკავა და პოლიციას გადასცა, რაღაც დროის შემდეგ პოლიციამ ისინი უბრალოდ გაუშვა. ამ ფაქტმა გამოიწვია ჩვენი დიდი უკმაყოფილება.

პოლიციასთან მოვედით, ვესაუბრეთ. ჯერ უარყოფდნენ, რომ საერთოდ ვიღაც გაუშვეს, იძახდნენ რომ ერთი არის დაკავებული, მეორე არ არის დაკავებული, მეორე არ იცოდნენ, რომ რამეში დამნაშავე იყო და ბოლოს თქვეს, რომ ორივე პიროვნება შეჩერებული ჰყავთ. ახლა ველოდებით, როდის ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებს“,- განუცხადა ლექსო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის დასრულების შემდეგ 11 ივლისს ღამით ინციდენტი მოხდა -აქციის მონაწილეებთან მივიდა ორი პირი, რომლებიც ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე შესვლას, სადაც აპარატურაა განთავსებული. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ აქტივისტებს. უცნობებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს არასრულწლოვანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG