Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინიდი:პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა


ვლადიმერ კონსტანტინიდი
ვლადიმერ კონსტანტინიდი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩების პარლამენტის შენობაში მიყვანის ორგანიზება მოახდინა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების გამოხმაურებისას მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ასეთი რამ პირველად ესმის: „ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ",- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 11 ივლისს განაცხადა, რომ 20-21 ივნისის აქცია პარლამენტის შენობიდან თვალყურს რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად ადევნებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG