Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ესაუბრნენ ერთმანეთს ტელეფონით


რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ესაუბრნენ ერთმანეთს ტელეფონით. ორი ქვეყნის ლიდერები შეეხნენ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას და „ნორმანდიის ფორმატში“ მოლაპარაკებების შესაძლებლობას გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით.

მანამდე ზელენსკი გამოვიდა წინადადებით, მინსკში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს და ამ სიას აშშ დაუმატა. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, „ნორმანდიის ოთხეულის“ ახალი შეხვედრა შეიძლება მოეწყოს მხოლოდ უმაღლესი რადის არჩევნებისა და უკრაინის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის საკვანძო საკითხი იყო უკრაინელი მეზღვაურების განთავისუფლება, რომლებიც ნოემბერში შავ ზღვაში ჩაიგდეს ხელში რუსეთის მესაზღვრეებმა. საუბარი უკრაინის მხარის ინიციატივით შედგა.

XS
SM
MD
LG