Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარტნიორო ფონდი: TI-ის კვლევაში შესაძლო კორუფციაზე გამოთქმული მოსაზრებები უსაფუძვლოა


საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორების შერჩევისას და პროექტების მომზადებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ პროექტის საფინანსო მაჩვენებლებისა და ბიზნეს მოდელის შეფასებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილებები სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღება. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების სხვა დამოუკიდებელ საქმიანობას, მას ფონდის პროექტებთან კავშირი არ აქვს“, - განმარტავს „საპარტნიორო ფონდი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის პასუხად.

„ფონდი მოქმედებს თავისი მანდატიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში. ამგვარად, მიგვაჩნია, რომ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები უსაფუძვლოა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპარტნიორო ფონდის თანახმად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის პროექტები, რომელთა პარტნიორები მაღალი რეპუტაციით გამოირჩევიან:

„კვლევაში ნახსენებია ფონდის რამდენიმე წარმატებული პროექტი, კერძოდ: კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების ქარხნის პროექტი, რომელშიც მონაწილეობს 100-წლიანი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“. ესპანური კომპანია საუკუნეზე მეტია მსოფლიო ბაზარზე წარმატებულად საქმიანობს.

რაჭაში „ღორების სანაშენე ფერმის“ პროექტი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოში უმსხვილესი ხორც-პროდუქტებისა და ცნობილი „ჰამონის“ მწარმოებელი ესპანური კომპანია, „Deraza Iberico“-ს აქციონერების მიერ დაფუძნებული „Native Georgian“-ი.

მაღალი ენერგოეფექტური სამშენებლო გაზო-ბლოკების საწარმო „Ytong“ -ის პროექტი, რომელშიც მონაწილეობს ქართული კომპანია „არქი ჯგუფი“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპი“. პროექტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. პარტნიორთა შეთანხმება 2016 წლის 14 ივნისს შედგა.

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, საუბარია „საპარტნიორო ფონდის“ იმ პროექტებზე, რომელთა პარტნიორები მაღალი რეპუტაციითა და მსოფლიო ბაზრებზე მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობით გამოირჩევიან”, – ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა. ორგანიზაციის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, „ფონდის” მიერ მხარდაჭერილი 14 პროექტი დასრულებულია, ხოლო 5 პროექტი მიმდინარე. ამ პროექტებიდან რამდენიმე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შესაძლო კორუფციის კუთხით გარკვეულ კითხვებს უჩენს.

XS
SM
MD
LG