Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი გორის საკრებულოში


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ფრაქცია „ძლიერი გორის“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს აერთიანებს. საკრებულოს სხდომაზე მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და სხდომა დატოვეს. ფრაქციის წევრის, ვასილისა ჯაბახიძის თქმით, პროტესტი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას უკავშირდება. და აზრს ვერ ხედავენ გახარიას მხარდამჭერ „ქართულ ოცნებასთან“ სხდომა გააგრძელონ. ოპოზიციის პროტესტს , გორის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დარბაზიდან გასულებს ბოლშევიკი რევოლუციონერები უწოდა. „ქალაქი და მისი პრობლემები არ აინტერესებთ. არიან ბოლშევიკი რევოლუციონერები და წავიდნენ რევოლუციის მოსაწყობად. ისეთ ქნედებებს აკეთებენ, რომ ხელისუფლებაში ძალისმიერი მეთოდებით მოვიდნენ, რაც არ გამოუვათ.“ - განაცხადა გოგინაშვილმა. გორის საკრებულოს სხდომაზე დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG