თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე სტორის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა. მამაკაცი 1975 წელს იყო დაბადებული. უბედური შემთხვევა ფშაველი - აბანო - ომალოს გზის მე - 15 კილომეტრზე მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.