Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველ სამუშაო ვიზიტს იწყებს აშშ-ში. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში, მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ისაუბრებს დემოკრატიისთვის ბრძოლაში პარლამენტის წევრების როლზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ პრაისს, სენატის წევრებს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ უილსონს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, მარკ გრინს.

არჩილ თალაკვაძესთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერები თამარ ჩუგოშვილი და სერგი კაპანაძე. ვიზიტი 20 ივლისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG