Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სიმშვიდეა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო(შსს) ადასტურებს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთთან მოხდა მცირე ინციდენტი ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.

სამინისტროს ინფორმაციით, ვითარება დროულად განიმუხტა, ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა და მიმდინარეობს მომხდარი ფაქტის შესწავლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას და სამოქალაქო ჯგუფებს, საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მისცენ მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა.

14 ივლისს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან ხატები გაიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია. ამ ინციდენტის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე პატრულირება განაახლა სამოქალაქო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია.“

აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზა რამდენიმე დღით დაკეტეს, რასაც საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებმა მაისიდან განაახლეს წლების განმავლობაში შეჩერებული მუშაობა.

XS
SM
MD
LG