Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბრიდან სკოლებში ბრუნდება იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა"


სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ - ამის შესახებ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძე. მისი ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი „დედა ენას“ უფასოდ მიიღებს.

„იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს როდესაც წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ჩვენი ენა და ჩვენი ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი. მაგრამ შედეგ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია საზოგადოების გულისწყრომა სამართლიანი და ობიექტური“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იზრუნა სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG