ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მოილაპარაკოს აშშ-თან, თუ ვაშინგტონი ირანის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს გააუქმებს.
ამ დროს ევროპის კავშირის ლიდერებმა დასვენების დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთეს განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას, გაიმართოს განახლებული მოლაპარაკება, რათა დასრულდეს თეირანსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობა.
ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ თეირანი მზად იქნება აშშ-თან მოილაპარაკოს, თუ ტრამპის ადმინისტრაცია შეწყვეტს „სანქციებს და ბულინგს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ როჰანის შეთავაზება უარყო. პომპეომ ვაშინგტონ პოსტს განუცხადა, რომ როჰანიმ იგივე შესთავაზა „ჯონ კერისა და ბარაკ ობამას“. აშშ-მა შარშან დატოვა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანთან და კვლავ დაუწესა სანქციები თეირანს მას მერე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმება ირანს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას ბირთვული იარაღი.
სანქციებმა დიდი დარტყმა მიაყენა ირანის ეკონომიკას. საპასუხოდ ირანმა დაიწყო ნაბიჯებს გადადგმა შეთანხმებით დაშვებულ დონეზე მეტი ურანის გამდიდრების მიზნით, რამაც ურთიერთობა აშშ-თან კიდევ უფრო გაამწვავა და რასაც ვაშინგტონის მხრიდან მეტი მუქარა მოჰყვა.