Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გავრილოვის ღამის“ შედეგები საინფორმაციო ფურცლების სახით გავრცელდა


აქცია „სირცხვილიას“ ფარგლებში სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, 20 ივნისს პარლემენტის წინ განვითარებული მოვლენების შედეგების შესახებ.

საინფორმაციო ფურცლებზე გადატანილი „გავრილოვის ღამის“ შედეგები მოკლედ ასე გამოიყურება:

  • იმ ღამით მხედველობა დაკარგეს მაკო გომურმა, დათო ქურდოვანიძემ და გიორგი სულაშვილმა.
  • 240-მა პირმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება - ძირითადად სახის არეში.
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა 38 ჟურნალისტი.
  • აქციაზე დააკავეს 305 მონაწილე, რომლებიც პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ.

ამ შინაარსის საინფორმაციო ფურცლები დარიგდა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ახალციხეში, თელავსა და მარნეულში.

ამ აქციის მიზანი იყო რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს 20 ივნისის ღამის სავალალო შედეგების შესახებ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენოს აქციის მოთხოვნა, გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG