Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალია ესტემიროვას მკვლელობის მეათე წლისთავზე, უფლებადამცველები რუსეთს აკრიტიკებენ


რუსული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები რუსეთს აკრიტიკებენ, რომ მან სამართალი არ აღასრულა რუსი უფლებადამცველის, ნატალია ესტემიროვას გატაცების და მკვლელობის საქმეზე. 10 წლის წინ მოკლული ესტემიროვას ქალიშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა უწინარესად კრემლს აკისრია.

ესტემიროვა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გაიტაცეს, 2009 წლის 15 ივლისს. მისი ტყვიებით დაცხრილული გვამი რამდენიმე საათში, მეზობელ ინგუშეთში იპოვეს.

ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრმა "მემორიალი" - სადაც ესტემიროვა სიკვდილამდე მუშაობდა - და კიდევ 11-მა რუსულმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ 14 ივლისს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსეთის მთავრობას მოუწოდებენ "ბოლოს და ბოლოს შეასრულოს თავისი მოვალეობა, ჩაატაროს მკვლელობის სრული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება, დამნაშავეები მართლმსაჯულებას წარუდგინოს და დაასრულოს ჩეჩნეთში დაუსჯელობა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG