Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

დღეს იწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში. სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში მასპინძლობს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ისინი განიხილავენ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და რელიგიურ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზებს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება უცხოელ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვაშინგტონში დავით ზალკალიანის ვიზიტისას, 18 ივლისს, საქართველოს საელჩოში გაიმართება საქართველოსა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ პარტნიორობისადმი მიძღვნილი მიღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG