20-21 ივლისს ზუგდიდში გაიმართება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ავტორები და მუსიკოსები.
ფესტივალის ლიტერატურულ ნაწილში მონაწილეობას გიორგი ლობჟანიძე, დიანა ანფიმიადი, დათო ჯიქია, ალექს ჩიღვინაძე, შოთა იათაშვილი, დათო ჩიხლაძე, დათო რობაქიძე, ირმა ტაველიძე, ივა ფეზუაშვილი და სემიონ ხანინი.
ფესტივალის მუსიკალური ნაწილის მასპინძლები კი იქნებიან: მებო ნუცუბიძე და გიორგი ძამუკაშვილი.
F5 წელს პირველად უმასპინძლებს ლატვიელ პოეტს, სემიონ ხანინის.
როდესაც F5-ის იდეა გაჩნდა, მაშინ მისი დამფუძნებლები, პოეტები ნიკა ლაშხია, გიორგი შონია და ტატო ჩანგელია სწორედ ზუგდიდში ამ ფესტივალის ჩატარებას იმით ხსნიდნენ, რომ ძალიან ხშირად თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა არ სცდება დედაქალაქს ან რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. F5-ის მიზანი კი წორედ ეს უნდა გამხდარიყო, რომ სახელოვნებო პროცესს გაეღწია თბილისიდან.
„ზუგდიდიში ამ ფესტივალი ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქი ფაქტობრივად მოწყვეტილია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს. იშვიათად ჩამოდიან ავტორები, რომლებიც მნიშვნელოვან ამინდს ქმნიან ქართულ ლიტერატურაში. ამ ვაკუუმს ავსებს ფესტივალი ,,F5" რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზუგდიდში კულტურული პროცესების განვითარებაში", - უთხრა ნიკა ლაშხიამ რადიო თავისუფლებას.
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ ხორციელდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და გამომცემლობა „ინტელექტის“ მხარდაჭერით.