Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელი ჟურნალისტები ცენზურას აპროტესტებენ


პაკისტანი, 2019 წლის 3 მაისი: ჟურნალისტები ცენზურას აპროტესტებენ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ქალაქ ჰიდარაბადში გამართულ აქციაზე
პაკისტანი, 2019 წლის 3 მაისი: ჟურნალისტები ცენზურას აპროტესტებენ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ქალაქ ჰიდარაბადში გამართულ აქციაზე

პაკისტანში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციებზე დაგმეს ცენზურა და მედიასაშუალებათა დაფინანსების შეკვეცა.

16 ივლისის დემონსტრაციების ორგანიზატორია პაკისტანის „ჟურნალისტთა ფედერალური კავშირი“, რომელიც „უპრეცედენტო ცენზურაზე“ საუბრობს.

როგორც კავშირის პრეზიდენტმა აფზალ ბუტმა აღნიშნა, აქციები „საპროტესტო მოძრაობის მხოლოდ დასაწყისია“. მისი მონაცემებით, ბოლო რვა თვის განმავლობაში სამსახური დაკარგა 5000-მდე ჟურნალისტმა, რაც მათ ცენზურის ერთ-ერთ ფორმად მიაჩნიათ.

პარიზში განთავსებულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გასულ კვირაში გააკრიტიკა პაკისტანის ხელისუფლების გადაწყვეტილება, საკაბელო ქსელიდან მოხსნას სამი ახალი ტელეარხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პრესკონფერენციის გაშუქებისათვის.

მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსით, რომელსაც „რეპორტიორები უასზღვრებოდ“ აქვეყნებს, პაკისტანი 142-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

XS
SM
MD
LG